სფეროსებრი პანორამა, რომელმაც დროის დღე-ღამური ციკლი აღბეჭდა.

ეს საოცარი სფეროსებრი პანორამა, რომელზეც სრულიადაა აღბეჭდილი დღიდან ღამეზე გადასვლა, საბერძნეთის ქალაქ სუნიონში კრის კოციოპულოსის (Chris Kotsiopoulos) მიერაა გადაღებული Canon 550D-ის დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულება 2010 წლის დეკემბერშია გადაღებული, მან ინტერნეტი მხოლოდ ახლა მოიარა. ამ კომპოზიციის შესაქმნელად ავტორს 560 სურათის გადაღება მოუხდა 30 საათიანი გადაღებისას. ციური სხეულების გადაადგილების მთელი ციკლის აღსაბეჭდად კოციოპულოსი მთელი ამ დროის განმავლობაში კამერასთან იმყოფებოდა და მის მდგომარეობასა და მარეგულირებლებს მართავდა, მათ შორის მაკორექტირებელი ფოტოებიც გამოიყენა. თითქმის უწყვეტი გადაღების განსახორციელებლად 360°-ზე ავტორმა ფართოკუთხიანი ობიექტივი Canon EF 15mm f/2,8 გამოიყენა, რომელიც სფეროსებრი პანორამის შესაქმნელად აუცილებელი სურათების რაოდენობის შემცირების შესაძლებლობას იძლევა.რადგანაც გადაღება ზამთარში ხდებოდა, ფოტოგრაფი ყოველ 30 წუთში ერთხელ ამოწმებდა ლინზებს, რათა ისინი არ დაორთქლილიყვნენ. 30-საათიანი გადაღების სემდგომ მას კიდევ 12 საათი დასჭირდა სურათების დასამუშავებლად და პანორამის შესაწებებლად.

მრავალს მოეჩვენება, რომ ფოტოგრაფიისთვის დახარჯული 42 საათი და უძილო ღამეები სიგიჟეა, მაგრამ კრის კოციოპულოსი უკვე შვიდი წელია ასტროფოტოგრაფიითაა დაკავებული და ამ პანორამის შექმნა მისი ერთ-ერთი მიზანი გახლდათ. Athens News-თან ინტერვიუში მან საკუთარი გატაცების შესახებ ისაუბრა, როგორ დაიწყო ასტროფოტოგრაფირება ჩვეულებრივი კომპაქტური ფოტოკამერის და მცირე ტელესკოპის  დახმარებით.

ვისაც კოციოპოულოსის გადაღების ტექნიკის ათვისება სურს, შეუძლია გაეცნოს სურათების დიდ გალერეას მის საიტზე და პანორამის დამზადების პროცესის სრულ აღწერას.

წყარო : http://icode.ge

დატოვე კომენტარი