ალბერტ აინშტაინის ცნობილი ფრაზები

ფიზიკოსი-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია მე-20 საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

* ადამიანი, რომელიც არასდროს უშვებს შეცდომებს, არასდროს აკეთებს რაიმე ახალს.

* კითხვა, რომელიც ხშირად მაწუხებს: მე ვარ გიჟი თუ სხვები?

* რელიგიები, ხელოვნება, მეცნიერება, ეს ყველაფერი ერთი ხის ტოტებია.

* მშიერი კუჭი კარგი პოლიტიკური მრჩეველი ვერ იქნება.

* ღმერთი კამათლით არ გვეთამაშება.

* ყველაფერი შეიძლება იყოს ისეთი უბრალო, როგორიც არის, მაგრამ ვერ იქნება იმაზე უბრალო, როგორიც არის.

* თუ ფაქტები არ ემთხვევა თეორიას მაშინ შეცვალე ფაქტები.

* მინდა ვიცოდი ღმერთის ფიქრები…

* თუ არ შეგიძლია ახსნა ადვილად, მაშინ უბრალოდ საფუძვლიანად არ იცი.

* წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია.

* ინფორმაცია ცოდნას არ ნიშნავს.

* სიყვარული მოვალეობაზე კარგი მასწავლებელია.

* კარგად “ჩაიხედე ბუნებაში” და ყველაფერს უკეთ მიხვდები.

* შეისწავლე თამაშის წესები და ითამაშე ყველაზე უკეთ.

* მოდი ნუ მოინდომებ წარმატებულ კაცად ყოფნას, იბრძოლე იმისთვის, რომ იყო ღირსეული და დასაფასებელი.

* ცოდნის ერთადერთი წყარო გამოცდილებაა.

* მეცნიერი საწყალი ფილოსოფოსია.

* გარემო ყველაფერია რაც ჩემში არაა.

* განსხვავება გენიასა და სულელობაში: გენიას გააჩნია თავისი საზღვრები.

* მშვიდობა ურთიერთგაგებით მიიღწევა.

* ისწავლე გუშინ, იცხოვრე დღეს, გქონდეს ხვალინდელი დღის იმედი…

* ლოგიკა მიგიყვანს A-დან B-მდე. წარმოსახვით კი ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

* მორალი ყველაზე მნიშვნელოვანია – მაგრამ მხოლოდ ჩვენთვის და არა ღმერთისთვის.

* ბევრი ამბობს, რომ მხოლოდ ინტელექტს შეუძლია მეცნიერებაში რაიმე ღირსეშანიშნავის გაკეთება. მაგრამ ისინი ცდებიან, ეს ყველაფერი ხასიათზეა დამოკიდებული.

* არასოდეს დაკარგო ცნობისმოყვარეობის გრძნობა.

* მე არ მაქვს რაღაც გასაოცარი ტალანტი. მე უბრალოდ ცნობისმოყვარე ვარ.

* მე არასდროს ვფიქრობ მომავალზე – ის ისედაც სწრაფად მოვა.

დატოვე კომენტარი